top_leaderboard

სენაკში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაჭრილია ორი პირი

სენაკში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია ორი, 30 წლამდე პირი. შემთხვევა გორის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა

გავრცელებული ცნობით, სამივე პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. “რეპორტიორი” დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

 

ასევე იხილეთ