top_leaderboard

გაერო: რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული

გაეროს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული. როგორც გაეროში აცხადებენ, ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე, ღაზის სამხრეთ ნაწილში 800 000 პალესტინელი იძულებული გახდა, რაფაჰიდან გაქცეულიყო.

„800 000 ადამიანი გზაშია და იძულებული გახდა, გაქცეულიყო მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა 6 მაისს რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ყოველ ჯერზე ისინი იძულებული არიან, დატოვონ რამდენიმე ნივთი, რაც მათ აქვთ: ლეიბები, კარვები, სამზარეულოს ჭურჭელი და ძირითადი მარაგი, რომელსაც ვერ ატარებენ ან ვერ გადაიხდიან მათი ტრანსპორტირების საფასურს. ყოველ ჯერზე მათ უნდა დაიწყონ ნულიდან, თავიდან“, – განაცხადა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინიმ.

 

ასევე იხილეთ