top_leaderboard

მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის არის საუკეთესო შემოსავლების კუთხით 

“ტურიზმი აუცილებლად უნდა შეფასდეს იმ ციფრებითა და შედეგებით, რომელიც ინდუსტრიაში გვაქვს სწორად გადადგმული ნაბიჯების შედეგად”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენმა ქვეყანამ პირველი კვარტლის ჭრილში მიიღო ყველაზე მეტი შემოსავალი და გადააჭარბა 800 მილიონ დოლარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პანდემიამდელ მდგომარეობას არა მხოლოდ სრულად გავუთანაბრდა, არამედ აღვადგინეთ და გადავაჭარბეთ 40%-ით.

ჩვენმა ქვეყანამ, ასევე პირველ კვარტალში უმასპინძლა მილიონ სამასი ათასზე მეტს საერთაშორისო მოგზაურს. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, მათ შორის ფრენების კუთხით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ასევე იხილეთ