top_leaderboard

მარიამ ქვრივიშვილი: რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით დეზინფორმაციას, იყო მცდელობები, რომ შექმნილიყო ნეგატიური ფონი ტურიზმის ინდუსტრიის გარშემო

“რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით დეზინფორმაციას, იყო მცდელობები, რომ შექმნილიყო ნეგატიური ფონი ტურიზმის ინდუსტრიის გარშემო, რომელიც იყო საფუძველს მოკლებული – ტურიზმი ისახება ციფრებში და არა აღქმებში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

“​მინდა მივმართო თითოეულ ოპონენტს, რომელიც დღეს ცდილობს ემოციურად ზემოქმედება მოახდინოს მცირე და საშუალო მეწარმეებზე. ნებისმიერი დეზინფორმაცია, ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ შექმნა ნეგატიური მოლოდინები ტურიზმის ინდუსტრიაში, ეს პირველ რიგში აზიანებს ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ არიან ჩართული ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ