top_leaderboard

რუსეთმა ხარკოვზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა ხარკოვზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი. როგორც უკრაინული მედია წერს, რეგიონში საჰაერო განგაში 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ დარტყმა საცხოვრებელ სექტორზე განხორციელდა. მისივე თქმით, დაინგრა რამდენიმე კერძო სახლი, დაშავებულთა შორის არიან 13 და 16 წლის ბავშვები.

ასევე იხილეთ