top_leaderboard

მარიამ ლაშხი: ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მესიჯი მივიღე, რომელშიც ამბობს, რომ არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა

ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მესიჯი მივიღე, რომელშიც ამბობს, რომ არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა ევროპელი პარლამენტარების ვიზიტზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მან ერთგვარი წუხილი გამოთქვა და ფინეთში მიმიწვია იმისთვის, რომ დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. მომწონს, რომ არსებობს გარკვეული ხიდები, რომ ამას გარკვეული შეფასებები მოჰყვეს და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაგმონ ეს საქციელი“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ვარდებით ხელში რუსთაველის გამზირზე – ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ფინეთის დეპუტატებმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

 

ასევე იხილეთ