top_leaderboard

მარიამ ლაშხი: ისტორიაში, ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს

“ისტორიაში, ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს”, – განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა “ქრონიკაში”.

„პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო გზა არის ლეგიტიმური, შინაარსობრივი რეკომენდაციები, რომლის ასახვა, თუ ფუნდამენტზე იქნება საუბარი, მოხდეს კანონში და ასე მიღება, რაზეც რეალურად იყო ორთვიანი ვადა. ეს კანონი არ იყო დაჩქარებული წესით მიღებული. როგორც მოსახლეობის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლობას ჰქონდა იმის შანსი, რომ ჰქონოდათ შინაარსობრივი შენიშვნები“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებით უცხოელ პარტნიორებსაც გაუცრუა იმედი.

„დღესაც იყო ამის შესაძლებლობა, როდესაც, სამწუხაროდ, უქმეებზე ქალბატონმა სალომემ ვეტო დაადო და ისტორიაში ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს. ამაშიც, სამწუხაროა, რომ ის პირველია და ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა. ამით მან ხაზი გადაუსვა შესაძლებლობებს და ერთგვარად ჩაწყნარებული პროვოკაციები გააცოცხლა. მან ასევე, პარტნიორებსაც გაუცრუა იმედი, რომ შინაარსობრივი დასაბუთება ვეტოს ფარგლებში ყოფილიყო განხილული, ამასაც მოუკლა პერსპექტივა“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.

ასევე იხილეთ