top_leaderboard

ნათია თურნავა: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საერთაშორისო რეზერვების მაღალ დონეზე ქონა

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საერთაშორისო რეზერვების მაღალ დონეზე ქონა. ეროვნული ბანკი და ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი რეზერვები მუდმივად შევავსოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„ნებისმიერ მომენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ რეზერვებისთვის მეტი ვალუტა შევიძინოთ. განსაკუთრებით ბოლო ერთ წლის განმავლობაში ხდება რეზერვების მუდმივი შევსება იმისთვის, რომ გამოჩნდეს ჩვენი საბანკო სისტემის მაღალი მედეგობა შოკების მიმართ, ჩვენი ეკონომიკის მაღალი გადახდისუნარიანობა და როდესაც ბაზარს დასჭირდება მოკლევადიანი შოკების გადაფარვა, ამისთვის გვქონდეს საკმარისი რესურსი.

ბოლო დროს არა მარტო რეზერვების ზრდით ვართ დაკავებული, არამედ გადავწყვიტეთ, მსგავსად ბევრი წამყვანი ქვეყნის ცენტრალური ბანკისა, გავამრავალფეროვნოთ ის ინსტრუმენტები, რაშიც არის ჩვენი რეზერვები განთავსებული და შევიძინეთ მათ შორის ოქროც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი რეზერვების როგორც თანხობრივ ზრდას, ასევე სხვადასხვა ნაირფეროვან ინსტრუმენტში ინვესტირებას იმისთვის, რომ მთლიანობაში, როგორი დინამიკაც არ უნდა იყოს ამა თუ იმ ვალუტაში განთავსებული რეზერვების მომგებიანობაზე, მეორე ტიპის ინვესტიციამ გადაფაროს დროებითი რყევები და მთლიანობაში ჩვენი რეზერვები იზრდებოდეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ასევე იხილეთ