top_leaderboard

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს

„ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„სუვერენიტეტის გარშემო კეთდება განმარტებები და განცხადებები. ერთ-ერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, მგონი, ჩვენ ერთმანეთის არ გვესმისო – როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, იგი გადასცემს ბრიუსელს სუვერენიტეტის ნაწილს. მინდა ეს კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას. ამაზე ბევრი მისაუბრია ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის მათთან, რომლებიც იცავენ და ბოლომდე არ თმობენ საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტს – ეს მართლა ასეა. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს. კარგია, რომ ამ ბატონმა წამოჭრა ეს საკითხი. ამით დავამთავრებ ამ საკითხზე მსჯელობას“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ