top_leaderboard

ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია

„პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, არ თვლის თავს ქართველად. მე რაც ვიცი, იგი აპირებს საფრანგეთში წასვლას ან შეიძლება დარჩენა უნდა პოლიტიკაში და ალბათ უნდა, რომ მოსინჯოს ძალები. მე შევახსენებ საზოგადოებას და პირადად მას, რომ სანამ ჩვენი გუნდი აირჩევდა მას და დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო 1%. მისი პარტიის შედეგები ნახეთ არჩევნებზე, 1% მიიღო, რა პრეტენზია აქვს საერთოდ? ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის? გნებავთ, ევროინტეგრაციის გზაზე – თუ რაიმე მოხდა, თუ რაიმე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება – ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი… ამიტომ ახლა ეს პოლიტიკური თამაშები არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ