top_leaderboard

ირაკლი ღარიბაშვილი: პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი არის აუცილებელი

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი არის აუცილებელი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ჩვენი გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარებაც და ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების განხორციელებაც, მაგრამ აუცილებელია დიალოგი. ეს არაერთხელ მითქვამს, ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებელია სიტუაციის დამშვიდება. ვფიქრობ, პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდა შეიძლება იყოს ამ აქციებზე, მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი აპოლიტიკური ახალგაზრდა, ჩვენი გულანთებული ახალგაზრდა თაობა. მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.

ასევე იხილეთ