top_leaderboard

ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.

ღურის პროვინციის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მავლავი აბდულ ჰაი ზაიმმის განცხადებით, სრულად განადგურებულია 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულია 4 000-ზე მეტი. ამასთან, დატბორილია 2 000-ზე მეტი მაღაზია.

ცნობისთვის, გასულ კვირას ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გაანადგურა სოფლები ჩრდილოეთ ავღანეთში, დაიღუპა 315 და დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი.

ასევე იხილეთ