top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან

„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და ინიციატორი ამ ღირებულებების დაცვისა მსოფლიოს მასშტაბით“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახური ურთიერთობები ქართული საზოგადოების მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ჩანს, რომ გარე ძალები სწორედ ამას ეხებიან.

„ევროპაში დასაქმების ისეთი სისტემაა, რომ ადამიანური ურთიერთობები შედარებით შესუსტებულია. შვილიშვილები ბებია-ბაბუის ნახვას თვეობით ვერ ახერხებენ და ეს, რა თქმა უნდა, სითბოს ასუსტებს. ჩვენთან სხვა გაგებაა და ეს სითბო თაობებს შორის ბუნებრივია. ეს ოჯახური გარემო შეუდარებელია, რაც ბევრი ხნის მანძილზე ჩვეულებრივი მოვლენა გვეგონა. როცა სხვა სოციუმში ვხვდებით, ამის დაფასებას მერე ვიწყებთ. ეს ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც. და ახლა ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ