top_leaderboard

21,23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

„21,23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 21 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე და 24 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისისმიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ