top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: ქართული ეკლესია დგას განსჯის, მსჯელობის და საუბრის მხარეს

ქართული ეკლესია დგას სწორედ განსჯის, მსჯელობის და საუბრის მხარეს. ეს არის ის მხარე, რომელიც ჩვენ დიდი ხანია უკვე არათუ შეთავაზებული გვაქვს, არამედ ეს არის ჩვენი პრაქტიკა, „ქართული ოცნების“, რომ ყველაფერზე საუბრის და დისკუსიის მომხრეები ვართ ჩვენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს მეუფე შიოს განცხადებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა ჰკითხა, რა პოზიცია აქვს მას შემდეგ, რაც მეუფე შიოს განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ეკლესიაშიც არიან პირები, ვინც არ უჭერს მხარს გამჭვირვალეობის შესახებ კანონს, თუნდაც ასეთი დაპირისპირების გამო საზოგადოებაში.

„ჩვენ ამ კანონის ინიციირებიდან პირველი დღიდანვე ვამბობთ ერთ რამეს, რომ ნებისმიერი საკითხი, გასჯის და დისკუსიის საკითხი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. საპასუხოდ, შიდა და უცხოელი აქტორებისგან მივიღეთ რუსული პროპაგანდისტული მეთოდები, იარლიყის მიწებებისა და დისკუსიის აკრძალვის. ქართული ეკლესია დგას სწორედ განსჯის, მსჯელობის და საუბრის მხარეს. ეს არის ის მხარე, რომელიც ჩვენ დიდი ხანია უკვე არათუ შეთავაზებული გვაქვს, არამედ ეს არის ჩვენი პრაქტიკა, „ქართული ოცნების“, რომ ყველაფერზე საუბრის და დისკუსიის მომხრეები ვართ ჩვენ. სამწუხაროდ, მეორე მხარეს დგას რუსული პროპაგანდა იარლიყის მიწებებისა, რომელიც ინსპირირებულია კრემლის მიერ.

მეუფე შიომაც განაცხადა, რომ ნებისმიერი მცდელობები, რაც აქვთ დღეს ოპოზიციას და „ენჯეოებს“, ეს არის მცდელობა, რომ დაყონ ქვეყანა. ვხედავთ, რომ ადამიანებზე ზეწოლით, გარიყვით და ფაშისტური მეთოდებით, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ ამკვიდრებენ საქართველოში, უნდათ, იმდენად დააშინონ ადამიანები, უთხრან, შენ ან ხარ ჩვენ მხარეს, ან იქნები ჩვენი მტერი და გარიყული ჩვენგანო. ეს უნდათ შეიტანონ ეკლესიაშიც, ზუსტად ასეთი განხეთქილებები და დაპირისპირებები. ეკლესია ამბობს ზუსტად იმას, რაც თქვა მეუფე შიომ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და მნიშვნელოვანია, რომ იყოს საუბარი და დისკუსია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მეუფე შიომ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ქაშვეთის ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღისადმი აღსრულებული პარაკლისის დროს ისაუბრა.

ასევე იხილეთ