top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი ოთხ საგარეო საქმეთა მინისტრზე: ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და იქ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ

ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და იქ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რომ არ ეხებოდეს საქმე ყველა დაინახავდა მათ ქმედებებში საბჭოთა, რუსული მიდგომის ანაბეჭდს.

„ესეც არის ტიპური საბჭოთა მიდგომა საკითხის მიმართ. ეს რომ არ ეხებოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ადამიანი ნახავდა პირდაპირ ანაბეჭდს საბჭოთა ან რუსული მიდგომისა, როდესაც შენ რაღაც არ მოგწონს, სხვა ქვეყანაში დგახარ და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით. ამაზე დიდი არასწორი საქციელი, რაც ჩვენ ვიხილეთ ლიეტუველი და ესტონელი მინისტრების მხრიდან, ქართველი ხალხის მიმართ, რაც პრინციპში არის უარყოფა იმ მეგობრობისა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის. იმ სოლიდარობისა, რომელსაც ქართველი ხალხი 90-იანი წლების ბოლოს იჩენდა ლიეტუველი და ესტონელი ხალხის მიმართ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის. და ეს რამდენიმე პოლიტიკოსი, საკუთარი პოლიტიკური გადმოსახედიდან რომ უყურებს ამ ყველაფერს და მზად არის, რომ წყალში გადაყაროს ის მეგობრობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, არის სამწუხარო. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და იქ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ