top_leaderboard

გიორგი მამაცაშვილი: „ოსანა” უმღერეთ დორბლიან გიჟს!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„რამდენჯერმე განაცხადეს – ხელისუფლებამ რეპრესიები დააანონსაო.

შეცდომაა.

სწორია: ხელისუფლებამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებაზე ისაუბრა, თუ რომელიმე ცხელთავიანს შტურმი და სახელმწიფო შენობების ბლოკირება მოუვა თავში.

🔸 ამ ანგელოზივით გოგო-ბიჭებისა მიკვირს.

არც კანონი აქვთ წაკითხული და არც გამჭვირვალობისა ესმით რამე, ალბათ.

ცეკვა – თამაში, ღამისთევა და იდეურად “ქვეყნის სადარაჯოზე დგომა” უხარიათ და ღმერთმა სულ სამხიარულოდ გაუხადოთ საქმე.
უბრალოდ, მათი გულწრფელობით სარგებლობენ ეს გვამისმჭამელი ზონდერ-ლიდერები და მათი სილაღის ხარჯზე გეგმავენ სისხლით გაძღომას!

🔸 იმ “ცნობადი სახეებისა” მიკვირს, მართლა კარგად რომ იციან და ნაპროკურორალი ნიკა გვარამიას რეჟიმის სადიზმი საკუთარ ტყავზეც რომ აქვთ გამოცდილი და მართლა გულწრფელად მინდა დავიჯერო, – არ იციან, ვის და რას უჭერენ მხარს.

🔸 იმ ახლობლებისა მიკვირს, აქციიდან აქციაზე რომ დარბიან და “არა – რუსულ კანონსო”, გაჰყვირიან.

არადა, ევროპასთან თუ ვინმემ დააახლოვა ეს ქვეყანა, სწორედ “ქართული ოცნებაა”…

ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი…

დიახ, ამ ხელისუფლების მონაპოვარია ევროპისკენ გადადგმული ეს ნაბიჯები და თუ ბრმა არ ხარ, კი უნდა ხედავდე.

🔸 თუ ვინმე იყო, ვისთვისაც “რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა”, – ვანო მერაბიშვილი იყო.

თუ ვინმესთვის “პუტინს ლამაზი თვალები ჰქონდა”, – მიხეილ სააკაშვილი იყო.

თუ ვინმე “რუსული კულტურის ნაწილად” თვლიდა თავს, – “ნაცების” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიშა ვაშაძე იყო.

თუ ვინმეს ჯიბეში რუსეთის მოქალაქის პასპორტი უდევს, ამ აქციების ერთ-ერთი დამფინანსებელი კობა ნაყოფიაა.

თუ ვინმეს რუსეთიდან ფული ერიცხება, – ლიაკა ხოშტარიაა.

მერე რა, ამ ფულიდან აქციებზე გასააქტიურებლად ჩემთვის პატივსაცემ ადამიანსაც თუ უხდის თანხას, სათქმელი არ ვთქვა?

🔸 “არც ნაცი ვარ და არც ქოცი” – დივიდენდია, ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის.

ფაქტია, რომ დღეს დგახართ იმ მკვლელებისა და ჯალათების გვერდით, რომლებმაც სისხლით შეღებეს საქართველოს ცხრაწლიანი (ცოტა მეტიც!) ისტორია და ერთიცაა: პრინციპში, მაინც მგონია, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის.

ორტრაკა(!) ადამიანებით გაიტენა ე.წ. მესამე მხარე და ეგაა, თორემ მგონი თქვენც ნათლად ხედავთ, – 14 წლის ბავშვებს რომ უდანაშაულოდ იჭერდა და პატიმრებს მოკლული პატიმრების გვამებზე აბამდნენ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები (მხარდამჭერები კი არა…)

გველაპარაკებიან დღეს რეპრესიებზე.

🔸 ჩაატარეთ მშვიდობიანი აქცია?

ჩაატარეთ.

დაგშალათ ვინმემ?

არა.

ეკა გიგაურმა ხაჭაპურებით გიმასპინძლათ და ნინო ლომჯარიამ – ჩიფსებით?!

კი. მიირთვით ლომჯარიასი და დაიშალეთ.

პოლიციამ დაგიცვათ გაუგებრობებისგან?

დაგიცვათ.

სხვათაშორის, იმ პოლიციამ იზრუნა თქვენს უსაფრთხოებაზე, სახეში რომ აფურთხებდით და “მონებს” ეძახდით.

იმ პოლიციელებმა დაიცვეს თქვენი სიმშვიდე, “მოლოტოვის კოქტეილით” რომ უპირებდით ამობუგვას!

აბა, რაღა გინდათ მეტი?

ანალოგიურად, მშვიდობიანი აქციებით შემოფარგლეთ და იშხაპუნეთ წვიმა, რაღა გინდათ მეტი?!

დააპირებთ არევას და შტურმს სახელმწიფო შენობებზე?

მიიღებთ ადექვატურ პასუხს სახელმწიფოსგან!

🔸 სატირალი რომ არ იყოს, მართლა სასაცილოა, რა…

ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას, დათა ახალაიას, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, დიმიტრი შაშკინის, სოსო თოფურიძის, ზურაბ ადეიშვილის და მათივე ლეგიონის შემადგენელი ჯალათების მემკვიდრეები და დღესაც თანამზრახველები მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობაზე და კონსტიტუციაზე გველაპარაკებიან…

თამარა ჩერგოლეიშვილის “ტაბულა” პატრიარქის ყოველ განცხადებას მთელი გულმოდგინებით აქვეყნებს.

ლაშა ბუღაძე “მრავალჟამიერს” მღერის და წმინდა თამარ მეფის სახელზე სანთლებს ანთებს.

ბექა ყორშიას მიტინგი მიჰყავს და გუბაზ სანიკიძე ვინმე უჩას სოლიდარობას უცხადებს.

სასწაული ეს არის, თუ გინდათ…

🔸 ოხ, მართლა როგორი ალალია ახლა ამ აქციების მაძღარ პოლიტლიდერებზე ახალაიებისა და მერაბიშვილის ზონდერბრიგადები…

მერე მიხვდებოდით განსხვავებას მშვიდობიან პროტესტსა და პოლიეციელის დაწვის მცდელობით განებივრებული მუწუკი ლაზარეს პროტესტს შორის…

სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული, ჯალათი(!) გრიგორიადისის მუხტი არ ჩაგიქრეთ, ფრთხილად…

🔹 და ერთიც: ოცნების ხელისუფლებას როცა დაამხობთ, მისამართი არ დაგავიწყდეთ – რუსეთის დროშის ფერებში ათქვეფილი გერბის და ლოგოს მფლობელი პარტიის “თლა უფროსისკენ” დაიძარით, ვივა-მედისკენ” დაიძარით და “ოსანა” უმღერეთ დორბლიან გიჟს!

გნებავთ, “კალათბურთი” ეთამაშეთ…

უკეთ გაიწაფა და აგყვებათ…

ეეეჰჰჰ…”

ასევე იხილეთ