top_leaderboard

ეკა სეფაშვილი: საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა და ამის ცხადი დადასტურებაა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ქვეყნის მიერ უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ეხმიანება სხვადასხვა ქვეყნების მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კანონების მიღებას და აცხადებს, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ ქვეყნების საშინაო დემოკრატიებში უცხოური გავლენის ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა.

„საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა და ამის ცხადი დადასტურებაა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ქვეყნების მიერ უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება.

ქართულ კანონმდებლობაში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა  (განსაკუთრებით ეს შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს),  აბსოლუტურად თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ჭრილში არის წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ