top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი: სუს-ის განცხადება სერიოზული გაფრთხილებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც უბრალო ადამიანების მსხვერპლის საფასურად ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური ჟინის დაკმაყოფილებას და რევოლუციის მოწყობას

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და  რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით“.

ექსპერტის თქმით, ის ფაქტი, რომ სუს-ი ასეთი სახის განცხადებას აკეთებს, ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებები მზად არიან პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

„სუს-ის აღნიშნული განცხადება სერიოზული გაფრთხილებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც უბრალო ადამიანების მსხვერპლის საფასურად ცდილობენ თავიანთი ავადმყოფური პოლიტიკური ჟინის დაკმაყოფილებასა და რევოლუციის მოწყობას. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია ახსოვს კარგად იცის-მინიმუმ სამოქალაქო დაპირისპირება! თუმცა ის ფაქტი, რომ სუს-ი ასეთი სახის განცხადებას აკეთებს, ნიშნავს რომ შესაბამისი უწყებები მზად არიან პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. კანონის აღსრულების „ბადეს“ სრულიად სამართლიანად სავარაუდოდ რამდენიმე რადიკალი პოლიტიკოსი და არასამთავრობოს წარმომადგენელიც მოჰყვება. ამ დროს არათუ აქაური რადიკალების, არამედ მათი უცხოელი პატრონების აღშფოთება-შეშფოთება-ტირილი-გოდება-განცხადებები გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შესახებ არ მიიღება, როცა საკითხი ქვეყნის სტაბილურობასა და სუვერენიტეტს შეეხება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ