top_leaderboard

ზაალ ანჯაფარიძე: მზადება მიდის პროცესების „მაიდანიზაციისათვის“ – ეს გახლავთ გარედან შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც ვითომ უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს

„აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა, რა მაიდანი, რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების „მაიდანიზაციისათვის“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის განცხადებას, სადაც საუბარია კონკრეტული პირების მიერ   სპეცდანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები.

ექსპერტის თქმით, ეს გახლავთ სწორედ გარედან შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.

„აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა, რა მაიდანი, რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების „მაიდანიზაციისათვის“.

ეს გახლავთ სწორედ გარედან (ვიცით, საიდანაც) შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.

როგორც ერთხელ ითქვა: „ჭკუით, ქართველებო!“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ