top_leaderboard

თამარ ჩიბურდანიძე: აცრემლებული მშობლები გვირეკავენ, რომ მათ შვილებზე მასიური ბულინგი ხორციელდება, დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ეზოებში ხვდებიან იმათ, ვინც ქუჩაში არ გადის. ამ ფაშიზმს იწონებს დასავლეთი?

„როგორი რთული პერიოდი არ გადაგვიტანია ქვეყანაში, რა სისაძაგლე არ გვინახავს ნაცებისგან და კოლექტიური ნაცებისგან, მაგრამ ასეთი ლაჩრობა? ახალგაზრდები ფარად აიფარეს და ბინძურ პოლიტიკურ ზრახვებს ახორციელებენ,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ სამწუხაროდ, ტყუვდებიან ის ახალგაზრდები, ვინც არ იცის წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმი და სჯერათ, რომ ნამდვილად ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს ასევე, რომ ოპოზიციას ახალგაზრდობის ფარად აფარება არ უნდა ეპატიოს, ვინაიდან სახელმწიფო გადატრიალების სცენარში რადიკალებს სწორედ ახალგაზრდების გამოყენება აქვთ განზრახული.

„საშინელება ხდება ამ აქციების პარალელურად იმ ოჯახებში, საიდანაც ახალგაზრდები არ შეუერთდნენ ოპოზიციის საპროტესტო აქციებს. სრულიად უცხო ადამიანები მირეკავენ და მთხოვენ, რომ დავეხმაროთ მათ შვილებს, როგორმე ვიხსნათ ამ ზეწოლისგან. აცრემლებული მშობლები გვიყვებიან, რომ ახალგაზრდებზე მასიური ბულინგი ხორციელდება. დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ეზოებში ხვდებიან იმათ, ვინც ქუჩაში არ გადის. მათი შვილები და შვილიშვილები იძულებითი არჩევანის წინაშე დგანან – ან უნდა გაუძლონ ამ საშინელ ბულინგს, ან უნდა გავიდნენ იქ, სადაც წასვლა არ სურთ. ამ ფაშიზმს იწონებს დასავლეთი? ეს არის ის დემოკრატია, ამერიკა რომ გვთავაზობს? ამაზე რატომ არ აკეთებენ განცხადებებს? რა თქმა უნდა, ამაზე ჩუმად არიან, რადგან ეს ყველაფერი მათგან არის დაგეგმილი. სახელმწიფო გადატრიალების ეს სცენარი მათი შედგენილია, ისინი აფინანსებენ, რყვნიან და ანადგურებენ ქართველ ახალგაზრდებს. როგორი რთული პერიოდი არ გადაგვიტანია ქვეყანაში, რა სისაძაგლე არ გვინახავს ნაცებისგან და კოლექტიური ნაცებისგან, მაგრამ ასეთი ლაჩრობა? ახალგაზრდები ფარად აიფარეს და ბინძურ პოლიტიკურ ზრახვებს ახორციელებენ. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი უკვე კარგად იცნობს მათ ხელწერას და ასე ადვილად აღარ ტყუვდება, მაგრამ, სამწუხაროდ ტყუვდებიან ის ახალგაზრდები, ვინც არ იცის მათი სისხლიანი რეჟიმი და სჯერათ, რომ ნამდვილად ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ყველაფერი რომ ეპატიოთ ამ სისხლიან ოპოზიციას, ახალგაზრდობის ფარად აფარება არ უნდა ეპატიოთ, რომელიც ბოლომდე გაწირეს. აუცილებლად დადგება მათი განაჩენის დრო არა მარტო არჩევნებით, არამედ, არჩევნების შემდეგ სამართლით. იმედს ვიტოვებ, რომ სამშობლოს ღალატის მუხლით, რითაც გასამართლდებიან, დღევანდელი მოვლენებიც იქნება ასახული“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე იხილეთ