top_leaderboard

ხელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

ხელის ტკივილი საკმაოდ ხშირი პრობლემაა, რაც სხვადასხვა მიზეზით აიხსნება.  შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს უეცარ ტრავმას, გაციებას, ნერვის ანთებას, არასწორ მოძრაობას ან რომელიმე დაავადებას. ხელის ტკივილი ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან შემაწუხებელია და დიდ დისკომფორტს გვიქმნის. განვიხილოთ, ხელის ტკივილის გამომწვევი ხშირი მიზეზები:

მაჯის დაჭიმვა – ნერვის ან მყესების დაზიანებას უკავშირდება. სხეულის ეს ნაწილი საკმაოდ რთული სახსარია, რომელიც 8 ძვლისგან შედგება. მაჯის,  მტევნის, სხივისა და იდაყვის ძვლებს ერთმანეთთან იოგები აკავშირებს და ამიტომ ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება სერიოზული ტკივილი გამოიწვიოს. 

მხრის ტკივილი – მისი გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გადატვირთვა, ტრავმა, ართრიტი ან კუნთების დაზიანება. მკლავისა და მხრის ტკივილს უკავშირებენ კისრის ან მხრის პრობლემებსა და მყესების დაზიანებასაც.

ხელის დაბუჟება – ხშირად აწუხებთ ადამიანებს, თუმცა როგორც წესი, დაბუჟება სწრაფად სრულდება და გართულებებს არ იწვევს. დაბუჟება ხდება იმ დროს, როდესაც ნერვი გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ყველაზე ხშირად ეს ხდება ძილის დროს, როდესაც თავი ხელზე ხანგრძლივად გვიდევს. ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევაა და ჩხვლეტის შეგრძნება მალე ქრება. 

 

მკლავის შეშუპება და ტკივილი – როგორც წესი, ეს სიმპტომები ახლავს ხელის ამოვარდნას. არასასიამოვნო შეგრძნებასთან ერთად ამოვარდნილი კიდური  გვიზღუდავს შრომის უნარს და ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტს გვიქმნის.

 

ხელის ტკივილის მკურნალობის ბევრი გზა არსებობს. ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზზე. ზოგადად, ხელის  ნებისმიერი სახის დაზიანება ადრეულ ეტაპზე უკეთ ემორჩილება მკურნალობას. ხშირ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით პაციენტები ხელის ფიქსატორებს იყენებენ. მკურნალობის პროცესში, ლიმფური შეშუპების შესაჩერებლად ასევე ეფექტურია – მკლავისთვის კომპრესიული წინდები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროდუქტი ლიმფურ შეშუპებას ამცირებს ლიმფოსტაზის დაავადების დროს პაციენტები აქტიურად გამოიყენებენ. უმჯობესია მათ გამოყენებამდე ექიმს მიმართოთ და რეკომენდაციები სპეციალისტისგან მიიღოთ. 

 
ასევე იხილეთ