top_leaderboard

ბრაზილიის სამხრეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

ბრაზილიის სამხრეთში, რიუ გრანდე დუ სულის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, ასზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ CNN შტატის სამოქალაქო თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება.

დაშავებულია 276 ადამიანი, 111 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. წყალდიდობის გამო საკუთარი საცხოვრებლის დატოვება 121 ათას ადამიანს მოუწია.

საერთო ჯამში 345 მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად 850 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, გზები და ხიდები.

ასევე იხილეთ