top_leaderboard

ეკა სეფაშვილი აქციის მონაწილეებზე: მათი ეს თვალთმაქცობა ძალიან მალე გამომჟღავნდა, როდესაც წინა დღით გალობდნენ და მეორე დღეს პატრიარქს ლანძღავდნენ

„არ მგონია, რომ მათ მიერ დადგმულმა სპექტაკლებმა, როგორიც არის სანთლების დანთება, გალობა, ამ ძალადობრივი აქციების მიმართ მოსახლეობის ლოიალური დამოკიდებულება გამოიწვიოს“, – „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობის მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიას განუცხადა.

მისი შეფასებით, აქციის მონაწილეთა მიზანია მათ მიმართ, საზოგადოების დადებითი დამოკიდებულების მოპოვება.

„მათი ეს თვალთმაქცობა ძალიან მალე გამომჟღავნდა, როდესაც წინა დღით გალობდნენ და მეორე დღეს პატრიარქს ლანძღავდნენ. ეს არის მათ მიერ დადგმული სპექტაკლი იმისთვის, რომ მათ მიმართ მოსახლეობის ლოიალური დამოკიდებულება გამოიწვიონ. თუმცა, ხალხი ყველაფერს ხედავს და არ მგონია, რომ მათ მიერ დადგმულმა სპექტაკლებმა, როგორიც არის სანთლების დანთება, გალობა, ამ ძალადობრივი აქციების მიმართ მოსახლეობის ლოიალური დამოკიდებულება გამოიწვიოს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ