top_leaderboard

რატი იონათამიშვილი: ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ღირსია, რომ საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ

„ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ღირსია, რომ საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ”, – ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პატრიარქის შეურაცხყოფას.

საქმე ეხება გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორ ანა სუბელიანის აქტივობას სოციალურ ქსელში.

„ფარისევლობის ისეთ მასშტაბს, ისეთ უტიფრობას აქვს ადგილი, რომ შეუძლებელია ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი და შეფასება არ ჰქონდეს. ნებისმიერს, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ღირსია, რომ საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ. მერე ნუღარ გაუკვირდებათ ამ ადამიანებს, რომ მათ ფარისევლობასაც ვამხელთ, ამორალურობასაც, უსამშობლობასაც, უღმერთობასაც და საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ