top_leaderboard

დავით მათიკაშვილი აქციის ორგანიზატორებზე: ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ – კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორის ანა სუბელიანის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს გამოეხმაურა.

მათიკაშვილის თქმით, ის რომ „თბილისი პრაიდი“, სუბელიანი, ზოგადად რადიკალები, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისტები გულწრფელები არ არიან ძალიან მარტივად გამოჩნდა და დაანახეს საზოგადოებას რეალურად რა ანტიქართულ, ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე.

„ის რომ „თბილისი პრაიდი“, სუბელიანი, ზოგადად რადიკალები, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისტები გულწრფელები არ არიან ძალიან მარტივად გამოჩნდა. მათ გულწრფელობას არავინ არ იჯერებს. ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ. კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას – თუ რეალურად რა ანტიქართულ, ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ