top_leaderboard

ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს აქციების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მონაწილე ადამიანებისთვის

„არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ინსტრუმენტები გამოიყენონ, რაც მათთვის უკვე ცნობილია, მათ შორის მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც აკერმანიდან აქვთ მიღებული”, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს აქციების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მონაწილე ადამიანებისთვის. ჩვენი მხრიდანაც არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ინსტრუმენტები გამოიყენონ, რაც მათთვის უკვე ცნობილია, მათ შორის მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც აკერმანიდან აქვთ მიღებული. თავისთავად, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა ხდება სამართალდამცველების მხრიდან. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების წარმომადგენლებს, აიღონ პასუხისმგებლობა იმ აქციების განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც თავადვე აორგანიზებენ“, – აღნიშნა წილოსანმა.

ასევე იხილეთ