top_leaderboard

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი, რომელიც ტაქსიში დედასთან ერთად იმყოფებოდა.

ასევე იხილეთ