top_leaderboard

მაია ბითაძე: ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებულიყო

“კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადავდივართ იმ სტადიაში, რასაც სუვერენიტეტის გამყარება ჰქვია”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ ცართვისას განაცხადა.

„მგონია, რომ 33-წლიანი დამოუკიდებლობის, სამი ომის და ბევრი რყევის შემდგომ დღეს რაღაც ამბიცია უნდა გაგვიჩნდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების სრულფასოვანი წევრი ვიყოთ და ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს თავისუფლად ინფორმაციის გაცვლის საშუალება. მაგალითისთვის ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, სადაც ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში აქცია არ იყო დარბეული და გარკვეულწილად ორმაგი სტანდარტის გამოყენება ხდება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს აღქმული იყო რაღაც დანაშაულად ჩვენი მხრიდან. თუმცა, ეს არის ნორმალური, ეს არის სუვერენიტეტი და თავისუფლება”, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

მას მიაჩნია, რომ ქვეყანა ამჟამად სუვერენიტეტის გამყარების სტადიაში გადადის.

„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებულიყო და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადავდივართ იმ სტადიაში, რასაც სუვერენიტეტის გამყარება ჰქვია. სუვერენიტეტი, გარდა იმისა, რომ საზღვრების ურღვეობას ნიშნავს, რაც ჩვენს შემთხვევაში დარღვეულია, ასევე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ახორციელებს სრულ ძალაუფლებას როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ეს ასევე უნდა იყოს აღქმული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მე ღრმად მწამს, რომ ასეც იქნება საბოლოო ჯამში იმ დიალოგის შედეგად, რომელიც იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ასევე იხილეთ