top_leaderboard

ეკა სეფაშვილი: ევროპული ღირებულებები არის ქრისტიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, თანასწორობა და ა.შ. სწორედ ასეთ ევროპაში გვინდა ინტეგრირება, სადაც მოხდება ფასეულობების არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ დაცვა

„ევროპის მხრიდან ორმხრივი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებაში არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი. ამგვარი დამოკიდებულება ხელს უწყობს საზოგადოებაში ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობების ჩამოყალიბებას, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ ევროპელმა ლიდერებმა ხელი არ უნდა შეუწყონ ამგვარი განწყობების ჩამოყალიბებას.

სეფაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანია ევროპა, ოღონდ ისეთი, სადაც ღირებულებები ეფუძნება ქრისტიანობას, თანასწორობას, სამართლიანობას.

„რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ „ხალხის ძალის“ წერილში ვამბობდით, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის მიისწრაფოდა ევროპული ცივილიზაციისკენ და ეს არის ჩვენი პოლიტიკური არჩევანი არა მარტო დღეს, არამედ საუკუნეების მანძილზე, იმ ღირებულებების გამო, რასაც ეფუძნება ევროპა – ქრისტიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, თანასწორობა და ა.შ. 2008 წლამდე ევროპა ახერხებდა ამ ფასეულობების დაცვას და სწორედ ასეთ ევროპაში გვინდა ჩვენ ინტეგრირება, სადაც მოხდება ამ ფასეულობების არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ დაცვა.

ევროპის მხრიდან ორმხრივი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებაში არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი. ამგვარი დამოკიდებულება ხელს უწყობს საზოგადოებაში ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობების ჩამოყალიბებას, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია და ევროპელმა ლიდერებმა ხელი არ უნდა შეუწყონ ამგვარი განწყობების ჩამოყალიბებას. რაც შეეხება ჩვენ ინტეგრაციას, მოდით მივყვეთ ფაქტებს და არა განწყობებს. ევროპული ინტეგრაციისათვის ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები – ასოცირების შეთანხმების გაფორმება, რომელიც ასევე მოიცავდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. ამ უკანასკნელზე საუბრისას, ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არსებობდა ერთგვარი დათქმა – თუ არ მოხდებოდა სააკაშვილის გათავისუფლება ან მისი გადაყვანა სამკურნალოდ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით.

ამ ორი წლის განმავლობაში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეკულაცია ვნახეთ – პირდაპირ გაისმოდა ევროპიდან მოწოდებები, რომ თუ არ გავათავისუფლებდით მიხეილ სააკაშვილს, ან არ გადავიყვანდით სამკურნალოდ, არ მოხდებოდა სტატუსის მონიჭება. იგივე იყო მაშინ, როცა ვიხილეთ 27 ქვეყნის ელჩის დემარში იუსტიციის მინისტრთან იგივე მოთხოვნით. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, საბოლოო ჯამში ევროკავშირმა გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა გასული წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ