top_leaderboard

ეკა სეფაშვილი: ურთიერთსაპირისპირო მესიჯები გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასეთი ორმაგი სტანდარტები კი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისთვის შეუსაბამოა

„საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები, ვფიქრობ არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები ხდება საფუძველი ხალხში ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობების შექმნის.

„გავიხსენებ ერთ-ერთი ამერიკელი სენატორის წერილს, რითაც იგი „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან“ [USAID-], ითხოვდა იმ ფონდების თანხების გასაჯაროებას, რომელიც მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის იხარჯება უკრაინაში. აღნიშნულმა სააგენტომ უარი უთხრა სენატორს ინფორმაციის გამჟღავნებაზე. სენატორი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია. ჩვენ ურთიერთსაპირისპირო მესიჯები გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა გამჭვირვალობა, რატომ არის ცუდი ან მიუღებელი რომელიმე სახელმწიფოსთვის, ამის ახსნა ჯერ არ მოგვისმენია არცერთი მხრიდან, ვგულისხმობ ამერიკას და სხვა დასავლელ პარტნიორებს. საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები, ვფიქრობ არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი. ყოველივე ხელს უწყობს ხალხში ანტიამერიკული, ანტიევროპული განწყობების წარმოქმნას, რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად დაუშვებელია და ევროპელმა ლიდერებმა ხელი არ უნდა შეუწყონ ასეთი განწყობების შექმნას საქართველოში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ