top_leaderboard

პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტიდან სამართალდამცველებმა სტუდენტები გამოიყვანეს

პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტიდან სამართალდამცველებმა სტუდენტები გამოიყვანეს. სასწავლებელი პალესტინის მხარდამჭერ ახალგაზრდებს ჰქონდათ დაკავებული და მჯდომარე აქციას მართავდნენ.

სამართალდამცავ უწყებას დახმარების თხოვნით ინსტიტუტის ადმინისტრაციამ მიმართა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე ათეული სტუდენტი შენობიდან გამოიყვანა.

პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციების ფონზე პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი დროებით დაიხურა. მთავარი შენობა ამ დრომდე სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული.

ასევე იხილეთ