top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი: უკეთესი იქნებოდა, თუ ვიზიტი აშშ-ში განხორციელდებოდა თანაბარი პარტნიორული ურთიერთობების საწყისებზე

„უკეთესი იქნებოდა, თუ ვიზიტი აშშ-ში განხორციელდებოდა თანაბარი პარტნიორული ურთიერთობების საწყისებზე”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის განხორციელება, თუმცა როდესაც საუბარია პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობებზე, ძალიან რთულია, როდესაც მას რაღაც წინაპირობები უძღვის წინ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ვიზიტი განხორციელდებოდა თანაბარი პარტნიორული ურთიერთობების საწყისებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

2 მაისს აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვია, თუმცა, ქართულმა მხარემ ამ მოწვევაზე უარი თქვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს კანონპროექტის განხილვა დროებით უნდა შეეჩერებინა, ხოლო დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას.

ასევე იხილეთ