top_leaderboard

ავთანდილ ცინცაძე: მინდა ვთხოვო ახალგაზრდებს, კარგად გააანალიზეთ სიტუაცია და მიხვდებით, ვინ და რა მიზნით აკეთებს საქმეს თქვენი ხელებით! ნუ გახდებით ქვეყნის მტრების, რადიკალური ოპოზიციის ბინძური საქმეების შემსრულებელი

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს და ახალგაზრდებს ვთხოვო, კარგად გააანალიზეთ სიტუაცია და მიხვდებით, ვინ და რა მიზნით აკეთებს საქმეს თქვენი ხელებით! ნუ გახდებით ქვეყნის მტრების (რადიკალური ოპოზიციის) ბინძური საქმეების შემსრულებელი!” – ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე წერს.

„რა ღირებულებების მატარებელია თქვენთვის ევროპა? დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებში ადამიანების დახმარება და თანაგრძნობაც იგულისხმება. რა ვნახეთ ღამით? არანაირი ემპათია სხვა რიგითი მოქალაქეების მიმართ! ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი რომ გადაადგილდება მანქანით და არ უშვებთ, მეტიც, აიძულებთ, გადმოვიდეს და თქვენს აქციას შემოუერთდეს – ეს არის ევროპა?

რატომ არ რეაგირებს ამაზე რადიკალური ოპოზიცია? თუმცა, სად სცალიათ, იქვე, კოსტავაზე „კოსტეში“ მშვიდად ვახშმობენ და სამოქმედო გეგმებს გილაგებენ. ნუ გახდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი!“ – წერს ცინცაძე.

ასევე იხილეთ