top_leaderboard

ლევან მგალობლიშვილი: რაც გუშინ აქციაზე ვიხილეთ, არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, ის გვაბრუნებს მხოლოდ ღრმა წარსულსა და კომუნიზმში

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ გუშინ გამართულ პროტესტს აფასებს, რა დროსაც, აქციის მონაწილეებმა თბილისის ქუჩების პარალიზება მოახდინეს.

მისი განცხადებით, აღნიშნული არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას და მხოლოდ კომუნიზმში გვაბრუნებს.

„რაც გუშინ აქციაზე ვიხილეთ, არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, ის გვაბრუნებს მხოლოდ ღრმა წარსულსა და კომუნიზმში, რაც სამწუხაროდ, ტოლფასია ევროპული ღირებულებების გათელვის, რასაც ჩვენ და ჩვენი ქვეყნის 90% მოქალაქეებისა არ დავუშვებთ.

ღირსებით ევროპისკენ“, – წერს მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ