top_leaderboard

გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: ჯერ როდის ვთქვი, გასვენებაში მიცვალებულობა უნდა და ქორწილში ნეფეობა-თქო. რამე რომ იყოს, ხაბესაც ჩაენაცვლებოდა

„კონკრეტიკა უნდა ამ მაოხრებელ გზირს. თავისთავად, მისი სახელი უნდა გაჟღერდეს, აბა, როგორ? ჯერ როდის ვთქვი, გასვენებაში მიცვალებულობა უნდა და ქორწილში ნეფეობა-მეთქი”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილზე წერს.

აღნიშნული პოსტით იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას ეხმიანება.

„ვერ ისვენებს „ვივამედში“, ჯერ პლაკატები გამოაფენინა, მერე რეზოლუციის ტექსტში ჩემ თავს თუ არ შეატანინებთ ლობისტებს, აგირევთ მონასტერს მთლიანადო. ახლა აქციას ითხოვს „ნაცების“ სახელით (ისედაც ეგაა 90%), მაგრამ კონკრეტიკა უნდა ამ მაოხრებელ გზირს. თავისთავად, მისი სახელი უნდა გაჟღერდეს, აბა, როგორ? ჯერ როდის ვთქვი, გასვენებაში მიცვალებულობა უნდა და ქორწილში ნეფეობა-მეთქი. რამე რომ იყოს, ხაბესაც ჩაენაცვლებოდა დიდი სიამოვნებით“, – წერს გამსახურდია.

ასევე იხილეთ