top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს

ექპსერტი ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა,- “დაანებეთ პარლამენტს თავი, ვნების კვირაა, არ შეიძლება ძალადობის გამოწვევა, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი”.

“არა მგონია, რომ ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?! ისე, ვინც ეს ტექსტი დაუწერა, ცუდი არ იქნება თუ ურჩევს, მღვდელთან მივიდეს და აღსარება ჩააბაროს, ცხადია ავტომატურად ეს არ ნიშნავს, რომ მას აზიარებს, მაგრამ წინ ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამს, რამაც ძალიან მცირედით შეიძლება მაინც შეუმსუბუქოს ის სასჯელები, რომლებიც მას ჯერ ამქვეყნიურ და მერე იმქვეყნიურ ცხოვრებაში ელოდება, იმ საქმეების გამო რასაც იმ სახელმწიფოს წინაშე ჩადის, რომლის დე ფაქტო პრეზიდენტიც ჯერ კიდევ გახლავთ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ