top_leaderboard

გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და ნაცსექტის მსახურება

“იმდენად არაადეკვატური გახდა აკაკისეული ეს „ღამურა“, სალომე ზურაბიშვილი, რომ მისი ნებისმიერი მოწოდება არაფრისმთქმელია და საოხუნჯო”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, რომ პარლამენტის კარისთვის თავი დაენებებინათ, რადგან ვნების კვირაა და არ შეიძლება ძალადობის გამოწვევა.

როგორც ანალიტიკოსი წერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა თავად უცერემონიოდ შეიწყალა ჭინკები (ბოლო იყო ავაზაკი ლაზარე გრიგორიადისი) და ახლა რაღაც უღიმღამო “მქადაგებლად” იქცა.

„იმდენად არაადეკვატური გახდა აკაკისეული ეს „ღამურა”, სალომე ზურაბიშვილი, რომ მისი ნებისმიერი მოწოდება არაფრისმთქმელია და საოხუნჯო. დე ფაქტო პრეზიდენტმა თავად უცერემონიოდ შეიწყალა ჭინკები (ბოლო იყო ავაზაკი ლაზარე გრიგორიადისი) და ახლა რაღაც უღიმღამო „მქადაგებლად” იქცა. ქალბატონო სალომე, ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და „ნაცსექტის“ მსახურება, ფარისევლობა-თვალთმაქცობის დემონსტრირებაა ეს თქვენი ბოლო განცხადება და მეტი არაფერი”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ