top_leaderboard

ბიძინა გიორგობიანი: მოგონილი ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“ რაიმე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ვერ იქნება

„ამ პროტესტს არ აქვს პოლიტიკური შინაარსი. ეს არის მოგონილი ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“, რომელიც რაიმე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის რაიმე სოციალური ფენები ან ჯგუფები ამ პროტესტს არ უერთდებიან”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, რითაც პარლამენტთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„ვხედავთ, რომ მაიდნის მსგავსი სცენარი ამოქმედდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ ჰგავს მთლიანად ამ პროცესს, რომელიც ვითარდებოდა უკრაინაში და ესენი ვერ შეძლებენ საქართველოს უკრაინიზაციას. მათ არ ჰყავთ რეკრუტი, ანუ ახალი შემატებული ძალები, იმიტომ რომ თვითონ ამ პროტესტს არ აქვს პოლიტიკური შინაარსი. ეს არის მოგონილი ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“, რომელიც რაიმე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის რაიმე სოციალური ფენები ან ჯგუფები ამ პროტესტს არ უერთდებიან.

ეს არის „ნაცმოძრაობის“ ოფიციალურად მესამე მცდელობა, თორემ 2020 წლის შემდეგ მათ არ შეუწყვეტიათ ყოველწლიური ცდა, მოახდინონ რევოლუცია და დაიბრუნონ ძალაუფლება. როცა ცარიელ პარლამენტს უტევენ, ამით რას გამოხატავენ? ეს ჯგუფი არის მომზადებული ამ საქმისთვის. ეს არ არის სპონტანური შეკრება“ – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

ასევე იხილეთ