top_leaderboard

ნინო წილოსანი: იმხელა ზიზღი დაგვანახეს ჩვენა ოპონენტებმა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომ მათ პირწმინდად წაგებული აქვთ რეგიონები

„იმხელა ზიზღი დაგვანახეს ჩვენა ოპონენტებმა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომ მათ პირწმინდად წაგებული აქვთ რეგიონები”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენლად დიდი აგრესია და ძალადობა მიმდინარეობდა „იმედის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2“-ის მიმართ.

„როდესაც აქციების დროს გამოვლენილ ზიზღსა და აგრესიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა „იმედის“ ჟურნალისტების, ასევე სხვა მედია საშუალებების, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიმართ. წარმოუდგენლად დიდი აგრესია და ძალადობა მიმდინარეობდა მათ მიმართ. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ პროფესიონალიზმისა და იმ გამძლეობისთვის, რაც მათ ამ დღეებში აჩვენეს. რაც შეეხება 29 აპრილს შეკრებილ ჩვენ მომხრეებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, იმხელა ზიზღი დაგვანახეს ჩვენა ოპონენტებმა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომ მათ პირწმინდად წაგებული აქვთ რეგიონები. არ შეიძლება გეზიზღებოდეს ადამიანები, ვინც რეგიონებში, სოფლებში ცხოვრობენ და შესაძლოა შენივე სოციუმის წარმომადგენლები არ იყონ. ამ ადამიანებმა საკაოდ ბევრი ნახეს და ბევრი ტკივილი განიცადეს ამ შეფასებების გამო, თუმცა ესაა მათი სახე“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ