top_leaderboard

კახა კახიშვილი: რა გინდა პარლამენტის შენობაში, ეს ემსახურება იმას, რომ სახელმწიფო შენობა დაიკავო? ხვდებიან იმას, რომ ეს არის სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული და არ იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯადი?

„თქვენ ხედავთ სურვილს აგრესიის გამოხატვის, რომელიც უკვე ჩემი აზრით, ზოგ შემთხვევაში გასცდა კანონიერ საფუძვლებს”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ იქ დავინახეთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, როდესაც ხდებოდა სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანება. პოლიცია გუშინ ქუჩაში იდგა და მიუხედვად იმისა, რომ პოლიცია მომიტინგეების მხარეს არ დაძრულა, ვნახეთ რომ პოლიციასთან მიდიოდნენ და ძალადობდნენ. საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ პოლიციამ გადაამეტა უფლებამოსილებასო. დღეს პოლიციამ ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით საკუთარი ძალები მოხსნა და ტერიტორიიდან გავიდა. უბრალოდ კითხვა ხომ უნდა დაისვას – რა გინდა პარლამენტის შენობაში. ცარიელი შენობაა, შენი შესვლით ვერაფერს შეცვლი, რას ემსახურება ეს? ემსახურება იმას, რომ შეხვიდე და სახელმწიფო შენობა დაიკავო? ვინმე ხვდება იმას, რომ ეს არის სერიოზული სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დანაშაული და ეს აღარ იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯადი. საქართველოს დროშის ფრიალით ანგრევენ საქართველოს კუთვნილ შენობას. ცეცხლის დანთება რას ემსახურება? ეს ყველაფერი საიდან გამომდინარეობს – გახსოვთ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის შეწყალება და მათ იმედი მიეცათ“, – განაცხადა კახიშვილმა.

ასევე იხილეთ