top_leaderboard

ზურაბ ქადაგიძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის მაიდანის ჩინური ვერსია, სადაც მთლად ვერც რევოლუციაზე მიდიან და საქმე საქმეზე რომ დგება, ხელებს ჰაერში სწევენ მშვიდობიანები ვართო…

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედება ჩანს.

ქადაგიძის თქმით, პარლამენტთან მიმდინარე აქცია არის მაიდანის ჩინური ვერსია.

„კლასიკური მაგალითი იმისა თუ ფსევდო-მშვიდობიან აქციაზე რა ხდება?! ახლა წარმოიდგინეთ, ეს აქტივისტები სპეცრაზმთან და პოლიციასთან პირისპირ, რას იზამენ?! ეს არის მაიდანის ჩინური ვერსია, სადაც მთლად ვერც რევოლუციაზე მიდიან და საქმე საქმეზე რომ დგება, ხელებს ჰაერში სწევენ მშვიდობიანები ვართო… ვერ ატეხავთ ჭიქაში ქარიშხალს მით უმეტეს, როდესაც არც ჭიქა გაქვთ და არც ქარიშხლის დატრიალების უნარი, რადგან ყველაფერი ხელოვნური და მართულია!“ – წერს ქადაგიძე.

ასევე იხილეთ