top_leaderboard

არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება

„პროცესის დაძაბვა, სიტუაციის გაუარესება და დესტაბილიზაციაა პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი. მომდევნო დღეებში შეეცდებიან ეს ყველაფერი ძალადობრივ ესკალაციაში და ძალადობრივ ფაზაში გადაიყვანონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რისთვის სჭირდებათ მსგავსი ძალადობრივი სცენარი, წააგეს არაერთი დემოკრატიული არჩევნები, არ აქვთ მომავალ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი, არ აქვთ არანაირი იმედი, რომ შეძლებენ რაიმეს შეცვლას და ხელისუფლებაში დაბრუნებას და შესაბამისად, ცდილობენ პროცესი სახელმწიფოზე შეტევაში გადაიყვანონ.

„მიმდინარე პროცესის დაძაბვა, სიტუაციის გაუარესება და დესტაბილიზაცია – ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი. მომდევნო დღეებში შეეცდებიან გადაიყვანონ ეს ყველაფერი ძალადობრივ ესკალაციაში და ძალადობრივ ფაზაში. მოქალაქეთა ნაწილის გულწრფელი პროტესტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვა სჭირდებათ, მაგრამ ეს მათი გეგმის ერთი ნაწილია და საბოლოო ჯამში, მიზანია, პროცესები გადაზარდონ ძალადობაში და სახელმწიფოზე შეტევაში. უნდა ავუხსნათ მოქალაქეებს, რისთვის სჭირდებათ ძალადობრივი სცენარი ამ პოლიტიკურ უმცირესობას. მათ წააგეს არაერთი დემოკრატიული არჩევნები, არ აქვთ მომავალ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი, არ აქვთ არანაირი იმედი, რომ შეძლებენ რაიმეს შეცვლას და ხელისუფლებაში დაბრუნებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტების გეგმაა ძალადობა და დესტაბილიზაცია, რომ საარჩევნო ყუთის და არჩევნების გვერდის ავლით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

„ამისთვის დღეს ყველაფერს ცდილობენ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ამისთვის ემზადებიან შემდეგი თვეების და განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ცდილობენ, სრული მობილიზაცია მოახდინონ და მაქსიმალურად უპირისპირდებიან გამჭვირვალობას. ფაქტია, ხელს აფარებენ და ცდილობენ საზოგადოებას დაუმალონ ის ფონდები, დაფინანსება და შემოსავლები, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ. ეს არის მათი საერთო გეგმის ნაწილი. ამან სამწუხაროდ, სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციაც მოახდინა, მისი რეპუტაციის და სანდოობის შელახვა. რასაც მხარს არ ვუჭერთ და პრინციპულად ვუპირისპირდებით, ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაციის და მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევანის ჩამორთმევის მცდელობას. როდესაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და მათ თანამოაზრეებს აქვთ მცდელობა, თავად გახდნენ ქვეყანაში აზრის მონოპოლისტები, თვითონ შექმნან სცენარები და დანარჩენ საზოგადოებას მოახვიონ თავს. ეს ვერ მოხდება და მით უმეტეს, ძალადობით ვერ მოხდება. სახელმწიფო ინსტიტუტებს პარლამენტიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ, დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება, დაიცვან ქვეყანაში წესრიგი და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ