top_leaderboard

გივი მიქანაძე: ვემზადებოდით სხდომის დასაწყებად, რომან გოცირიძე შემოგვიტრიალდა და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოგვიხსენია

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ვემზადებოდით სხდომის დასაწყებად, ოპონენტების მხრიდან იყო პროვოკაცია. კერძოდ, რომან გოცირიძის მხრიდან. შემოგვიტრიალდა და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოგვიხსენია, რაც ხელთ ჰქონდა, ყველაფერი გვესროლა, რაშიც შემდგომში ჩაერთნენ ქალი ოპოზიციონერები. იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც უპასუხოდ არ დავტოვეთ. ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას მიზანმიმართულად აზიანებენ, არაფერს გავუტარებთ. ვერ აუტანიათ, რაც 29 აპრილს ნახეს, მთელი საქართველო ერთ მუშტად რომ იყო შეკრული და ამბობდა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია მამული, ენა სარწმუნოება, უმნიშვნელოვანესია ეროვნული ღირებულებები, მიუღებელია ეკლესიის, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიზანმიმართული გალაშქრება, მიუღებელია ლგბტ პროპაგანდაო. ეს ვერ გადახარშეს და აგონიაში ჩავარდნენ“, – აცხადებს მიქანაძე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ასევე იხილეთ