top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: ჩვენი გზა არის ქართული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოში სტაბილურობის შენარჩუნებას

„გამჭვირვალობის კანონპროექტის დღევანდელ განხილვაზე ოპოზიციას არანაირი ახალი არგუმენტები არ წარმოუდგენია”, – განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„არის ერთი განცხადება, რაც ვიცოდით – რომ შეიძლება, ეს ახლა საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო დაამძიმებს ამ კანონს და იტყვის, რომ ის, ვინც დარეგისტრირდება, აუცილებლად სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიებს დაექვემდებარება, როგორც ეს რუსეთშია. თუმცა, მე შემიძლია, გავიმეორო – არა რუსულ კანონს, ეს ჩვენი გზა არ არის. ჩვენი გზა არის ქართული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოში სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ საგანგებოდ მძიმე მდგომარეობაში, რაც მსოფლიოშია შექმნილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვისას ზოგი კითხვა სცდება შინაარსს, თუმცა, არის პროფესიონალური შეკითხვებიც.

„ამ კითხვებს პასუხობს ანრი ოხანაშვილი და არ მგონია, რომ რაიმე შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩეს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ