top_leaderboard

გია აბაშიძე: ხაბეიშვილის, ელისაშვილის და სხვა სამარცხვინო რადიკალი პარლამენტარების ექსტრემისტული ქმედებები ძირშივე აღიკვეთება, ამგვარი ავაზაკების „ჰეროიზაცია“ კი მიანდეთ ნაცმარგინალებს, მათ შორის, პარიზელ ხანუმას, ზურაბიშვილს

„არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში სადეპუტატო იმუნიტეტი არავის იცავს, რომ დანაშაული ჩაიდინოს და თანაც თავხედურად და ღია ეთერში თავს დაესხას სახელმწიფოს წარმომადგენლებს, პოლიციელებს“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებებს გუშინ განვითარებულ საპროტესტო აქციაზე.

მისი თქმით, სამარცხვინო რადიკალი პარლამენტარების ექსტრემისტული ქმედებები აღიკვეთება, „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი კი მათ გმირად შერაცხვას შეეცდებიან.

„არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში სადეპუტატო იმუნიტეტი არავის იცავს, რომ დანაშაული ჩაიდინოს და თანაც თავხედურად და ღია ეთერში თავს დაესხას სახელმწიფოს წარმომადგენლებს, პოლიციელებს.

ლევან ხაბეიშვილის, ალეკო ელისაშვილის და სხვა სამარცხვინო რადიკალი პარლამენტარების ექსტრემისტული ქმედებები ძირშივე აღიკვეთება. ამგვარი ავაზაკების „ჰეროიზაცია“ კი მიანდეთ ნაცმარგინალებს, მათ შორის პარიზელ ხანუმას, სალომე ზურაბიშვილს“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ