top_leaderboard

მიშო ჯავახიშვილი: როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები ჩნდებიან აქციაზე, იქ ხდება დაძაბულობა

„როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები ჩნდებიან, იქ ხდება დაძაბულობა. თან არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ადამიანები ამას სპეციალური ნაბიჯებით დგამენ, მაგრამ ეს რეალურად ასე ხდება”, – ამის შესახებ ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებული პროცესების შეფასებისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, პიკეტირების ფორმა ქუჩების, კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურების არასდროს მთავრდება კარგად.

„ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან გაბრაზებულები, გაღიზიანებულები, რევანში უნდათ რომ განახორციელონ, არსებული ხელისუფლების მიმართ, ყველაზე დიდი საშიშროება ასეთი მიდგომაა. მივიდეთ არჩევნებამდე და საზოგადოებამ გადაწყვიტოს დემოკრატიულად, არსებულ ხელისუფლებას უნდა ჩააბაროს საქართველოს მომავალი შემდეგი წლები, თუ სხვა ძალას, ამ შემთხვევაში ეს არის ის პროცესი, რასაც გვინდა ჩვენი შვილები მივაჩვიოთ“, – აღნიშნა მიშო ჯავახიშვილმა.

ასევე იხილეთ