top_leaderboard

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტზე: როგორ შეიძლება ვინმემ თავს უფლება მისცეს ამ ქვეყანაში და დაყოს ქვეყნის მაცხოვრებლები დედაქალაქის მაცხოვრებლებად და რეგიონის და დამაკნინებელ ფორმაში წარმოადგინოს რომელიმე დღეს აქ ჩამოსული ადამიანი?!

„როგორ შეიძლება ვინმემ თავს უფლება მისცეს ამ ქვეყანაში და დაყოს ქვეყნის მაცხოვრებლები დედაქალაქის მაცხოვრებლებად და რეგიონის და დამაკნინებელ ფორმაში წარმოადგინოს რომელიმე დღეს აქ ჩამოსული ადამიანი. ადამიანი, რომლისთვისაც ღირებულია, რომ კვლავ ერთგული იყოს ილიას დანაბარების”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„კვლავ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ დიახ საქართველო კვლავ ქართული სახელმწიფო და მაშასადამე, ევროპული სახელმწიფოა. ქართულია ეს ქვეყანა იმიტომ, რომ ერთგულია ილიას მემკვიდრეობის, რომელიც შედგება დიდებული ტრიადისგან – მამული, ენა, სარწმუნოებისგან. სასოწარკვეთა უნდა დაარქვა როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს დედაქალაქში ჩამოსულ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ისე გამოყავთ, თითქოს, საკუთარი შეხედულება არ აქვს და ეროვნული ღირსების ერთგულება აქვს დავიწყებული. ამაზე მეტად დრამატული რა უნდა თქვას და გააკეთოს. ამის შემდეგაც აღარ არის ის პრეზიდენტობის ღირსი. როგორ შეიძლება ვინმემ თავს უფლება მისცეს ამ ქვეყანაში და დაყოს ქვეყნის მაცხოვრებლები დედაქალაქის მაცხოვრებლებად და რეგიონის და დამაკნინებელ ფორმაში წარმოადგინოს რომელიმე დღეს აქ ჩამოსული ადამიანი. ადამიანი, რომლისთვისაც ღირებულია, რომ კვლავ ერთგული იყოს ილიას დანაბარების და არ გაცვალოს ილიას დანაბარები იმაზე, რაც არის კუბილიუსის დანაბარები“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დღევანდელი საყოველთაო სახალხო შეკრების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ „დღეს „პუტინის სტილში“ აქციაა: საჯარო მოხელეები „ჩამოვიდნენ“ თბილისში, რათა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს ტაში დაუკრან.“

ასევე იხილეთ