top_leaderboard

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ევროპარლამენტმა პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია მიიღო

“ევროპარლამენტმა, ამხელა ორგანომ მიიღო პირდაპირ პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. სხვათა შორის ეს „ენჯეოების“ მიერ მომზადებული წერილი იყო”, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, დიდი რაოდენობით გამოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მიიღეს დაფინანსებები, სრული გაუმჭვირვალობა, სამიზნედ არის აღებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. სტატისტიკის წარმოებაც კი დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ 4500-ზე მეტი მადისკრედიტირებელი სიუჟეტია გაკეთებული საქართველოს ეკლესიაზე. გაგახსენებთ 2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ კათალიკოს პატრიარქმა, რომელმაც ამბიონიდან ტაძარში იქადაგა, რომ სირცხვილია მამათმავლური ცხოვრების წესით ცხოვრებაო, ამ ფრაზის გამო, გამოაცხადეს როგორც ჰომოფობად, ლამის ფაშისტად და მოუწოდეს სახელმწიფოს, რომ აეკრძალოს მას საჯაროდ თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებაო. წარმოიდგინეთ, ევროპარლამენტმა, ამხელა ორგანომ მიიღო პირდაპირ პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. სხვათა შორის ეს „ენჯეოების“ მიერ მომზადებული წერილი იყო და ხშირად აკეთებენ ამას და აგზავნიან ევროსაბჭოში რომ ეკლესიის საქმიანობა დაგმონ და არ მისცენ საშუალება, რომ თავისი სწავლება განავრცოს“, – აღნიშნა დეკანოზმა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია გამჭვირვალობის კანონპროექტს, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

ასევე იხილეთ