top_leaderboard

მოქალაქეების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 აპრილს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ღრმაღელის, კნოლევის, ციხისძირის, მაგნიტოგორსკის, დიდუბის, დაისის, ნინუას, ჭყონდიდელის, ერისთავის, ტოროშელიძის, მოლითის, ზესტაფონის, მექანიზაციის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ევდოშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რამიშვილის, ჩხიკვაძის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ნიკოლაძის, კოსტავას, ზანდუკელის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ძმები ბალანჩივაძეების, გამსახურდიას, დოლიძის, პანკისის, ბოლქვაძის, ქაფიანიძის, ბზვანელის, ხომლის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, ანაკლიის, ახალციხის, ჩუბინაშვილის, ორჯონიკიძის, კიტა აბაშიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, გოგი დოლიძის, გიორგი ერისთავის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჩანჩიბაძის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, დავით კლდიაშვილის, ჩიტაიას და სულუხიას ქუჩების მოსახლეობას.

ასევე იხილეთ